გამოიცა გურული ხალხური სიმღერების სანოტო კრებული
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლ ბასიანის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა სანოტო კრებული „ქართული ხალხური სიმღერები • გურია • ვლადიმერ ბერძენიშვილის გუნდის ჩანაწერების მიხედვით“.
კრებულში შესულია სახელოვანი შემსრულებლისა და ლოტბარის, გურული სიმღერის დიდოსტატის ვლადიმერ ბერძენიშვილისა და მისი ანსამბლის მიერ 1935 წელს სანკტ-პეტერბურგსა და 1937 წელს მოსკოვში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფციები.
კრებულის შემდგენელი ზურაბ წკრიალაშვილი.
საარქივო ჩანაწერები, შეძლებისდაგვარად, გასუფთავდა ტექნიკური წუნისაგან და, ანსამბლბასიანის მიერ გაცოცხლებულ და ჩაწერილ რამდენიმე სიმღერასთან ერთად აიტვირთა ინტერნეტსივრცეში. აღნიშნული ჩანაწერები კრებულის თანდართული აუდიომასალაა და შემსრულებელს ეძლევა შესაძლებლობა, ისინი ნიმუშების შესწავლისას გამოიყენოს.