↰ ღონისძიებები
Featured

ფესტივალი „Young Euro Classic“ ბერლინში

პროექქტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

2017 წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით   ბერლინის „კონცერტ  ჰაუსში“  იმართება  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Young Euro Classic“-ი,  რომელიც თავისი მნიშვნელობით არის მსოფლიოს ერთ-ერთი  პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიება.  ტრადიციულად  მასში მონაწილეობას ღებულობენ  ევროპის  თვალსაჩინო ახალგაზრდა მუსიკოსები.

29 აგვისტოს ფესტივალ  „Young Euro Classic“-ის,   ფარგლებში ხორციელდება ნოვატორული პროექტი სახელწოდებით   „KLASSIK MEETS JAZZ“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი.

პროექტ  KLASSIK MEETS JAZZ-ის  მუსიკალური ხელმძღვანელია აშშ-ში მცხოვრები წარმატებული ქართველი  პიანისტი და კომპოზიტორი  გიორგი მიქაძე. მასთან ერთად მონაწილეობენ:   ერთ-ერთი გამორჩეული ვირტუოზი ახალგაზრდა  ჩელისტი ლიზი რამიშვილი და  საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“  ტრიო:  სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძის  და ზურაბ წკრიალაშვილის შემადგენლობით.

გიორგი მიქაძემ, სპეციალურად პროექტისათვის შექმნა რამდენიმე კომპოზიცია,  რომლებშიაც  ორგანულადაა შერწყმული ქართული ხალხური მუსიკის,  ჯაზის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის,  ელექტრო-აკუსტიკური  და მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები.

პროექტი თავსი ჩანაფიქრით ქართული ფოლკლორისა და  თანამედროვე  მუსიკალური მიმდინარეობების სრულიად  უნიკალური და ნოვატორული  სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს.

29 აგვისტოს ფესტივალ  „Young Euro Classic“-ის,   ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი „KLASSIK MEETS JAZZ“  ტარდება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.