„Young Euro Classic“ festival in Berlin
Project is supported by The Ministry of Culture and Monuments Protection of Georgia
2017 წლის 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ბერლინის „კონცერტ ჰაუსში“ იმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „Young Euro Classic“-ი, რომელიც თავისი მნიშვნელობით არის მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური ღონისძიება. ტრადიციულად მასში მონაწილეობას ღებულობენ ევროპის თვალსაჩინო ახალგაზრდა მუსიკოსები.
29 აგვისტოს ფესტივალ „Young Euro Classic“-ის, ფარგლებში ხორციელდება ნოვატორული პროექტი სახელწოდებით „KLASSIK MEETS JAZZ“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია შვედი ტრომბონისტი, მომღერალი და პროდიუსერი ნილს ლანდგრენი.
პროექტ KLASSIK MEETS JAZZ-ის მუსიკალური ხელმძღვანელია აშშ-ში მცხოვრები წარმატებული ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე. მასთან ერთად მონაწილეობენ: ერთ-ერთი გამორჩეული ვირტუოზი ახალგაზრდა ჩელისტი ლიზი რამიშვილი და საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ ტრიო: სერგო ურუშაძის, პაატა ცეცხლაძის და ზურაბ წკრიალაშვილის შემადგენლობით.
გიორგი მიქაძემ, სპეციალურად პროექტისათვის შექმნა რამდენიმე კომპოზიცია, რომლებშიაც ორგანულადაა შერწყმული ქართული ხალხური მუსიკის, ჯაზის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური და მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები.
პროექტი თავსი ჩანაფიქრით ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების სრულიად უნიკალური და ნოვატორული სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს.
29 აგვისტოს ფესტივალ „Young Euro Classic“-ის, ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი „KLASSIK MEETS JAZZ“ ტარდება საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.