
პროექტი "ვოისა" ჩინეთში
''ბასიანი'' და გიორგი მიქაძე - პროექტი "ვოისა"პირველი კონცერტით ქალაქ პეკინში.
14-15 ივნისს პეკინში გაიმართება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები.
სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად 14 ივნისს 19:30 საათზე პეკინის საკონცერტო დარბაზში (Beijing Concert Hall) გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“.