ქართული კულტურის დღეები მადრიდში
ესპანეთში ქართული კულტურის დღეებთან დაკავშირებით, 2008 წლის 7 ივნისს „ბასიანმა“ სოლო კონცერტი გამართა მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დარბაზში Auditorio National de Musica.
უნდა აღინიშნოს, რომ კონცერტისათვის მზადების პერიოდში ანსამბლმა მჭიდროდ ითანამშრომლა გამოჩენილ ფრანგ და ესპანელ ეთნომუსიკოლოგებთან, სიმჰა არომსა და პოლო ვალეჰოსთან, რომელთაც ანსამბლმა გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ქართული მუსიკალური ფოლკლორის შესახებ, ჩაწერა რა მათთვის საკვლევად სხვადასხვა სიმღერები და საგალობლები. წარმოდგენის დაწყებამდე მეცნიერებმა აუდიტორიას გააცნეს საკუთარი კვლევა ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ, რაც „ბასიანის“ ცოცხალი ილუსტრირების საშუალებით განხორციელდა.
მჭიდრო თანამშრომლობა დღესაც გრძელდება!