ი.ს. ბახი და ქართული პოლიფონია
2010 წლის 13 და 14 აგვისტო:
ნიუ-იორკის Lincoln Center - ში, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის Mostly Mozart Festival პროგრამიდან ორი საღამო დაეთმო კონცერტს, სახელწოდებით“ბახი და მრავალხმიანობები”, სადაც, პირველად ქართული ტრადიციული მუსიკის ისტორიაში, ბახისა და სხვა ევროპელ კლასიკოსთა შედევრებს შორის „ბასიანმა“ წარადგინა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა. კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა! ამ მოვლენას ფართო გამოხმაურება მოჰყვა „ნიუ-იორკ ტაიმსსა“ და „ვოლსთრით ჯოურნალ“ -ში.