↰ სიახლეები
Featured

წმიდა ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღე

2 თებერვალს საქართველოს ეკლესია აღნიშნავს ქართული ტრადიციული გალობის ერთ-ერთი გადამრჩენელის, ღირსი მამა ექვთიმე აღმსარებლის (კერესელიძე) ხსენების დღეს.
ამ უდიდეს დღესასწაულთან დაკავშირებით დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) საზეიმო წირვა აღავლინა კიკეთის წმიდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილის) სახელობის ტაძარში, სადაც მონაწილეობა ანსამბლმა „ბასიანმა“ მიიღო. 
ტაძრის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებში განთავსებულია წმიდა დიმიტრი ყიფიანისა და ექვთიმე კერესელიძის სახელობის ტრაპეზები და, ამგვარად, ესაა წმიდა ექვთიმე აღმსარებლის სახელობის პირველი ტაძარი საქართველოში. 
ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმიდა ექვთიმეს და ყოველთა მგალობელთა მფარველ წმინდანთა ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა და ეკლესია! მუდამ ისმოდეს საქართველოში მრავალხმიანი, ღვთივკურთხეული გალობა ქართული!