კონცერტი ბორდოში, საფრანგეთი
▶საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ მიმდინარე წლის 2-4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, „ღვინის ცივილიზაციის ცენტრში“ (Cité des Civilisations Du Vin) პრეზენტაცია-კონცერტით “ ქართული ღვინო და ტრადიციული მრავალხმიანბა” წარსდგება მსმენელის წინაშე, რომელიც გამოფენის „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“-ს ფარგლებში გაიმართება.
▶გამოფენის გახსნის საზეიმო ღონისძიება 14 სექტემბერს გაიმართა. გამოფენის მიზანია საქართველოს, როგორც ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და პოპულარიზაცია, მევენახეობისა და ასევე, ქართული ღვინის მიმართ ინტერესისა და ქვეყნის ტურისტული თუ საინვესტიციო პოტენციალის ამაღლება.
✔️ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
▶"ბასიანი" ორ კონცერტს გამართავს, რომელსაც ესპანელი მუსიკოლოგი და მკვლევარი პოლო ვალეხო ფრანგულ ენაზე გაუძღვება. საუბარი იქნება, თუ რა კავშირშია ქართული ღვინო ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობასთან. წარმოდგენილი იქნება პოლიფონიის ის ნიმუშები, რომლებიც შინაარსობრივად კავშირშია ვენახთან/ღვინოსთან.