↰ ღონისძიებები
Featured

ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი

22 სექტემბერს, 18.00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ გაიხსნება ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი. გალა კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები ბასიანი, მთიები, კონსერვატორიის ფოლკლორული ანსამბლი, ადილეი, იალონი, ძირიანი, ახალუხლები, იმერი, მელბურნის ქართული გუნდი, ოქროს საწმისი, (ავსტრალია), ჩუ-ინის კულტურისა და ხელოვნების ჯგუფი (ტაივანი, ჩინეთი.

საერთაშორისო სიმპოზიუმი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით. ორგანიზატორები: თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.