
კონცერტი ირლანდიაში
2014 წლის 7 - 9 აგვისტოს ანსამბლი "ბასიანი" Kilkenny Arts Festival-ის მიწვევით საგასტროლოდ ირლანდიაში გაემგზავრება. ფესტივალის ფარგლებში, 8 აგვისტოს, "ბასიანი" ორგანყოფილებიან სოლო კონცერტს გამართავს ქალაქ კილკენის უძველეს გოთიკურ ტაძარში St Canice's Cathedral, სადაც ანსამბლი შეასრულებს ქართული ტრადიციული მრავახმიანობის გამორჩეულ ნიმუშებს - ხალხურ სიმღერებსა და ტრადიციულ საგალობლებს. კონცერტამდე "ბასიანი" სტუმრადაა მიწვეული სატელევიზიო სტუდიაში RTE (დუბლინი), ცოცხალ შოუში მონაწილეობის მისაღებად და ინტერვიუს ჩასაწერად. აღნიშნულ შოუს თვალ-ყურს ადევნებს 350 000-მდე ირლანდიელი! ცოცხალ ეთერში ასევე გაჟღერდება ქართული მრავალხმიანობა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული Kilkenny Arts Festival დაარსებულია 40 წლის წინ და წელს, რიგით 41-ე ღონისძიებაზე ფესტივალი პირველად უმასპინძლებს ანსამბლს საქართველოდან.