ბასიანის 20 წლის საიუბილეო საღამო
10
დეკემბერს, 19:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე საქართველოს ხალხური
სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ ბასიანის 20
წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ღონისძიების
ფარგლებში დაგეგმილია ანსამბლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება,
შესრულდება საქართველოს
სხვადასხვა კუთხის სიმღერები; მოეწყობა ბასიანის ოცწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების
ამსახველი ფოტოგამოფენა; სანოტო კრებულის - ქართული ხალხური სიმღერები - გურია პრეზენტაცია.
კრებულში შესულია სახელოვანი შემსრულებელისა
და ლოტბარის, გურული სიმღერის დიდოსტატის ვლადიმერ ბერძენიშვილისა და მისი ანსამბლის
მიერ 1935 წელს სანკ-პეტერბურგში ჩაწერილი სიმღერების სანოტო ტრანსკრიფცია - გურული
სიმღერის 48 ნიმუში.
მოქანდაკე
გია ჯაფარიძემ სპეციალურად ბასიანის 20 წლის იუბილესთვის შექმნა მცირე ზომის ქანდაკება
- ბასიანის მადლიერების ჯილდო, რომელიც გადაეცემა ადამიანებს, რომელთაც ანსამბლის
წარმატებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.