
კონცერტი მადრიდში
პროექტის "კულტურის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა - საქართველო ევროპაში/ევროპა საქართველოში" ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ანსამბლი "ბასიანი" 2019 წლის 8 ივნისს კონცერტს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ერთ-ერთ გამორჩეულ დარბაზში, Ateneo de Madrid გამართავს.
კონცერტი ეწყობა ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.