გამოფენა "საქართველო - ღვინის სამშობლო" ტოკიოში
10 მარტიდან -7 მაისის ჩათვლით მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში პროექტი (გამოფენა) „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ჩატარდება.
პროექტი ოფიციალურად 15 მარტს გაიხსნება და მას დაესწრება საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი მამუკა ბახტაძე, საქართველოს და იაპონიის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად.
გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობას ანსამბლი "ბასიანი" მიიღებს, რომელიც ტოკიოში 13 მარტს გაემგზავრება.