კონცერტი საფრანგეთში
2018 წლის 4 ივნისს ბასიანი
საფრანგეთში გაემგზავრება. UNESCO-ს
სათაო ოფისში ქართველი პიანისტის, UNESCO-ს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძისა და ანსამბლ
"ბასიანის" ერთობლივი კონცერტი
გაიმართება. კონცერტი UNESCO-ს სათაო ოფისის 1500 კაციან დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება. კონცერტს საფრანგეთისა და საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა დაესწრება.
პროექტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანადგომით ხორციელდება.