
მსოფლიო მუსიკის დღეები 2017, ჩინეთი
▶ამა წლის 25 - 28 ნოემბერს ანსამბლი ბასიანი ჩინეთში მიემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს "მსოფლიო მუსიკის დღეები 2017"-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ სიმპოზიუმზე "სარტყელი და გზა", რომელიც ჩინეთის მუსიკის ცენტრალურ კონსერვატორიასა და სოუნგ შინ ლინგ-ის ახალგაზრდობისა და ტექნოლოგიების გაცვლის ცენტრში ჩატარდება.
▶საერთაშორისო მუსიკალური სიმპოზიუმი 2007 წლიდან იმართება, რომელშიც აზიის, აფრიკის, ლათინო ამერიკის და ევროპის 20-ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას.