↰ NEWS
Featured

Meeting of Ministry of Culture of Georgia with

24 ნოემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ანსამბლ „ბასიანს“ შეხვდა. შეხვედრა შედგა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შენობაში.
„ბასიანის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი დონაძემ მიხეილ გიორგაძეს ანსამბლის წინაშე არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა ისაუბრა ქართული სიმღერის ქვეყნის გარეთ გატანის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საზღვრაგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში “ბასიანს” საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის.
დასასრულ, გიორგი დონაძემ მადლობა გადაუხადა მინისტრს მობრძანებისა და აქტიური მხარდაჭერისათვის.